დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/23 13:52:38

საქართველოს მთავრობის მიერ კონსტიტუციის 48-ე მუხლის დარღვევას ქუთაისში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციისდაიცავი კონსტიტუციის 48- მუხლიშექმნით აპროტესტებენ. 


საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დასარჩენად ორგანიზაცია აქტიურ მუშაობას იწყებს. როგორც  ორგანიზაციის წევრები აღნიშნავენ, ქვეყნის თანაბარი განვითარების პირობა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებაა. 


არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აღნიშნავს,რომ საკანონმდებლო ორგანო სხდომებს ქუთაისში თვეში მხოლოდ 6 დღეს მართავს. ქუთაისისთვის პარლამენტის მნიშვნებლობასა და აუცილებელობაზე სასაუბროდ კონსტიტუციის 48- მუხლიახალგაზრდებთან და თემატურ ჯგუფებთან შეხვედრას არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ რაიონებშიც გეგმავს. პირველი შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაიმართება.


როგორს საზოგადოებას მოეხსენება, პარლამენტი ნაწილობრივ გადავიდა თბილისში, რის გამოც  დაირღვა კონსტიტუციის 48-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და საკანონმდებლო ორგანოს გადატანა მხოლოდ საომარი ვითარების დროსაა ნებადართული.  სამწუხაროდ, თურმე   დეპუტატების კრიტიკას მოუწესრიგებელი  ქუთაისი იწვევს,  რის გამოც დელეგაციების მიღება უჭირთ. ამ ყველაფრით კი შეურაცხყოფას გვაყენებენ. ხშირად უთქვამთ, რომ თბილისი-ქუთაისის გზა იყო დამღლელი და ხარჯს წარმოადგენდა. სამაგიეროდ, ბევრად მეტი ხარჯი გაიღეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის რემონტზე. მოვუწოდებთ დეპუტატებს ნუ დაარღვევენ კანონს, საზოგადოებას კი ჩვენს კამპანიაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ, რადგან პარლამენტი ქუთაისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა"-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიბერალური კლუბის" დამფუძნებელმა ქეთი ბერძენიშვილმა. 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია