დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ დახვდა „ტორპედოს“ გულშემატკივარი მოწინააღმდეგის გუნდს ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ
2014/10/20 16:18:48

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კლუბების ქომაგების მრავალი ცუდი და კარგი ქცევა გვახსოვს, თუმცა ეს ფეხბურთის თანმდევი ნაწილია და ყველა ქვეყანაში ხდება სხვადასხვანაირად.


ის, რაც მოხდა კვირას ტორპედოგურიას მატჩის დროს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, მართლაც რომ დასაფასებელია...


ყველამ კარგად იცის, თუ რა ტრაგედია დატრიალდა რამდენიმე დღის წინ, როცა საფეხბურთო კლუბ გურიას ფეხბურთელი ნიკა კილაძე გარდაიცვალა, რაც ნებისმიერი ქართველისთვის დიდი ტკივილია.

 

გუშინდელ შეხვედრაში სტადიონზე შესვლისთანავე პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, ტორპედოს ფანკლუბის ტრიბუნაზე გამოკრული დიდი ბანერი იყო ნიკას კილაძის სურათით. როგორც შემდგომში გავარკვიეთ, ტორპედოს ქომაგებს თვითონვე დაუმზადებიათ აღნიშნული ბანერი და მატჩის დასრულების შემდეგ გურიას გულშემატკივრებს გადასცეს.

 

მოედანზე შეკრებილი ქუთაისელი და გურული გულშემატკივრები თვალცრემლიანი შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელის სურათს და თავისთვის ჩუმად ამბობდნენ: ყოჩაღ, ტორპედოს ქომაგებო...“ ძნელია, ამ ხალხს არ დაეთანხმო..

 

თემურ ლორია („გურიას მთავარი მწვრთნელი): ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობის, გულშემატკივრების და ფეხბურთელების სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტორპედოს ქომაგებს. მათ ჩვენი გუნდის წევრის, გარდაცვლილი ნიკა კილაძის საპატივცემულოდ დაამზადეს და გამოფინეს ბანერი ქუთაისის სტადიონზე.

 

წყარო: http://worldsport.ge/

(ედემი ელერჯია)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია