საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უპასუხებენ თუ არა დევნილებს?
2014/10/20 15:48:42

წყალტუბოს პანსიონატებში შესახლებული დევნილები რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგანან. კერძოდ, შენობების ნაწილი ამორტიზირებულია და სერიოზულ გამაგრებას საჭიროებს, ყოფილა დაზიანებული ჭერის ჩამონგრევის შემთხვევები, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია; ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს კანალიზაციის სისტემა, სარდაფებში დგას წყალი, რთულია ჰიგიენური პირობების დაცვა, არ ხდება ბუნებრივი აირის მიწოდება, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური იმდენად მაღალია, რომ დევნილები ვერ ახერხებენ დავალიანების დაფარვას.


ჩასახლებებში შექმნილი ვითარება მართლაც საგანგაშოა იმის გათვალისწინებითაც, რომ არ არის სათანადოდ დაცული მცირეწლოვანი ბავშვების ინტერესები და გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან - არაკეთილსაიმედოა.

 

ორი დღის წინ, დასავლეთ საქართველოში ვიზიტისას, სახალხო დამცველი წყალტუბოში კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და პირადად მოისმინა მათი პრობლემები. დევნილების მთავარი პრობლემა განსახლებაა. მათი თქმით, მთავრობა წყალტუბოსთვის საკურორტო ზონის სტატუსის დაბრუნებას გეგმავს, რაც ავტომატურად მათ გამოსახლებას გულისხმობს, თუმცა ამ დრომდე არ იციან, სად მოხდება მათი განსახლება და როდის.

 

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აუცილებელია დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას, გასცენ პასუხები დევნილთა მიერ დასმულ ლეგიტიმურ კითხვებს და მიმართონ ყველა აუცილებელ ზომებს, რათა მოხდეს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი ადეკვატური საცხოვრისით ეტაპობრივი უზრუნველყოფა. სახალხო დამცველის აპარატი ზემოხსენებული პრობლემების სიღრმისეული გაანალიზების შემდგომ აპირებს, კონკრეტული რეკომენდაციით მიმართოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს.

 

 

წყარო: http://www.ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია