დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/10/17 20:15:53

დღეს საღამოს, ჭიათურაში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი ამ წუთებშიც ხმელიძის ქუჩაზე, ე. წ. საგუბრის მიდამოებში, ავტომანქანებს დაგაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

 

ადგილობრივები ითხოვენ, რომ აიკრძალოს ქალაქში მძიმეწონიანი ავტომობილებით მოძრაობა, რაც იწვევს საშინელ ხმაურს და გზის გარდა, მათ საცხოვრებელ სახლებსაც აზიანებს.

 

 

მოსახლეობა ადგილზე ელოდება მუნიციპალიტეტის გამგებელს სულხან მახათაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე ციცქიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი მრავალჯერ დააყენეს ჭიათურის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე, იგი დღემდე ვერ გადაწყდა მოსახლეობისთვის მისაღები შედეგით. ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, ვიდრე ქუჩა ხმაურისა და მანგანუმის მტვრისაგან არ გათავისუფლდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2162
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია