დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/16 18:58:33

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრაზე ისაუბრა. დღევანდელ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონული კომუნალური სამსახურების წარმომადგენლებიც იყვნენ მოწვეულები. რაიონების გამგებლებმა და საკრებულოს წევრებმა "სოკარ გაზი ჯორჯია იმერეთი"-ს, "ენერგო პრო  ჯორჯია"-სა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დასავლეთის სერვისცენტრების წარმომადგენლებს საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. დღესვე, გამგებლები საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ახალ ხელმძღვანელსაც შეხვდნენ და იმერეთის მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემების არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს

 

საკონსულტაციო საბჭოზე იმერეთის გუბერნატორმა გარემოს დაცვის ინსპექციის, ფინანსური პოლიციისა და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სილიკომანგანუმის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხიც განიხილა. აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად, შესაძლოა, სამთავრობო კომისია შეიქმნას, რომელიც პრობლემის დეტალურად გადაჭრის შემდეგ ეფექტურ გამოსავალს იპოვის.

 

საკონსულტაციო საბჭო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაახლოებით 2 თვის წინ შეიქმნა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია