დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელემენტები, რომლებიც 2 წუთში იტენება და 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს
2014/10/16 14:02:37

ახალი ბატარეები ბაზარზე მომავალი ორი წლის განმავლობაში გაჩნდება.



სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა უნიკალური ბატარეა შეიმუშავეს, რომელსაც დასატენად მხოლოდ 2 წუთი სჭირდება. გარდა ამისა, ”ახალი თაობის” ელემენტის ვარგისიანობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხვების - მათ ფუნქციონირება 20 წელიწადზე მეტხანს შეუძლიათ.



მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენა გავლენას იქონიებს მრეწველობის მრავალ სფეროზე, განსაკუთრებით, ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებების წარმოებაზე, სადაც ელემენტის გამძლეობა და ვარგისიანობა ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გარდა ამისა, მოხმარების ხანგრძლივი ვადის გამო, შესაძლებელი იქნება ტოქსიკური ნარჩენების რაოდენობის შემცირება, რომელიც ლითიუმ-იონური ბატარეების შეცვლის დროს გამოიყოფა.



წინასწარი გათვლების მიხდევით, ახალი ბატარეები ბაზარზე მომავალი ორი წლის განმავლობაში გაჩნდება.

 

წყარო: bpn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია