საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„კატასტროფა გარდაუვალია, თუ 60 დღეში არ მოხერხდა ებოლას დამარცხება“
2014/10/16 13:30:38

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ებოლას კოორდინატორი ენტონი ბენბური აცხადებს60 დღეში თუ არ მოხერხდა ებოლას დამარცხება, კატასტროფა გარდაუვალია და ეს იქნება უპრეცედენტო სიტუაცია და ჩვენ არ გვაქვს სამოქმედო გეგმა.

 

ბენბურის განცხადებით, დასავლეთ აფრიკაში 9000 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 70% ფატალური შედეგით დამთავრდა.

 

ებოლას 60 დღეში შესაჩერებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და WHO (WORLD HEALTH ORGANISATION) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემდეგი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა:


ინფიცირებულების მინიმუმ 70% უნდა იყვნენ გადაყვანილი სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში.

ებოლათი გარდაცვლილების მინიმუმ 70% უნდა დაიკრძალოს ისე, რომ არ მოხდეს სხვების შემდგომი ინფიცირება.

აუცილებელია ვირუსის წყაროების ინდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ, თუ ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდა, კვირაში 5-დან 10 ათასამდე ახალ დაავადებულს მივიღებთ.

 

ნიგერიაში, რომელიც ძალიან ახლოს არის დაავადების ეპიცენტრთან, მხოლოდ 9 სიკვდილის ფაქტია დაფიქსირებულიეს განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში ვირუსის გამოჩენიდან პირველივე დღეს აქტიურად ვრცელდება საინფორმაციო ბანერები, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ინფიცირებისაგან. აქ უჩაში გადაფურთხებაც კი კანონით ისჯება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია