დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უნდა შეიწყალონ თუ არა უვადო პატიმრები?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/14 15:58:49

სახალხო დამცველმა ინიციატივით მიმართა პარლამენტს, რომ უვადო პატიმრობამისჯილთა საქმეების გადახედვა, 20-ს ნაცვლად, 15-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ მოხდეს და სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ გახდეს შესაძლებელი მათი გათავისუფლება.


სახლახო დამცველის მოადაგილე პაატა ბელთაძეს თქმით, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე მისი საქართველოში დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე კი უვადო პატიმრობაში მყოფი პირების შეწყალების წინააღმდეგია.


თევდორაძის თქმით, არ შეიძლებაჰუმანური აქტი ისეთი დანაშაულებისთვის გასამართლებულებს შეეხოს, როგორიც მკვლელობა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაა


"ჩვენთან უვადო პატიმრობა ვრცელდება მკვლელობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებაზე, ვერ ვიტყვი, რომ ჰუმანური აქტი მკვლელის მიმართ აუცილებელია", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

 

მისივე განმარტებით, დაზარალებული ოჯახების პოზიცია უნდა გაითვალისწინოს როგორც შეწყალების კომისიამ, ასევე პრეზიდენტმა.


"პრეზიდენთან კონსულტაციას, უმჯობესია, შეწყალების კომისიამ კონსულტაცია გაიაროს იმ დაზარალებულ ადამიანებთან, რომლებმაც დაკარგეს თავისი ახლობლები, თავიანთი ოჯახის წევრები. მე ზოგადად, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით, იყო ეს უვადო თუ ვადიანი პატიმრობა, უარყოფითი პოზიცია მქონდა ხოლმე, რადგან ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდნენ დაზარალებულთა ოჯახების წევრები და ტირილით მეხვეწებოდნენ, რომ შეწყალება არ შეხებოდათ ასეთ ადამიანებს - დაზარალებულის პოზიცია არ იყო ჩემთვის უმნიშვნელო. არ ვიცი, რა ჩანაწერია ახალ საპროცესო კოდექსში, მაგრამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჩემი მუშაობის დროს არსებობდა 25 წლიანი ვადა - მხოლოდ მისი გასვლის შემდეგაც შეიძლებოდა უვადო პატიმრობაში მყოფი პირების შეწყალების საკითხის განხილვა. მე ამ ჩანაწერის მომხრე ვარ", - აღნიშნა ელენე თევდორაძემ.


შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ქორიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. 


მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ინიციატივით, შედგება შეხვედრა, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ. 


"უახლოეს დღეებში, შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. 


psnews.ge-მ ჩაატარა გამოკითხვა: უნდა შეეხოს თუ არა შეწყალება ისეთ პირს, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი? გამოკითხულთა აზრი ასეთია: 

 

გიორგი ინასარიძე (სტუდენტი): უვადო პატიმრობა სასჯელის უმაღლესი ზომაა, ესე იგი, იმ ადამიანმა რაღაც ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისადაც უნდა დაისაჯოს. მიმაჩნია, რომ ეს კანონი არ უნდა შეიცვალოს, ან 15 წელზე მეტი მაინც უნდა იყოს, სხვანაირად უსამართლობა იქნება.


მირიან ბერულავა (ტელეოპერატორი): არ შეიძლება ისეთი კატეგორიის ადამიანების გარეთ გამოშვება, რომლებსაც ბრალი ედებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. ჰუმანურობა კარგია და ყველას უნდა მიეცეს პატიების უფლებათუმცა ეს უნდა მოხდეს 25 წლის შემდეგ, რაც მთავარია, გამოშვებამდე უნდა შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქ იგულისხმება მისი ფსიქიკური მდგომარეობახოლო გარეთ გასვლის შემდეგ უნდა აუყვანონ ამ კატეგორიის პატიმრებს ფსიქოლოგი.


თამუნა ახობაძე  (ჟურნალისტი): გააჩნია ბრალდებას, მე პირადად, ასეთი ჰუმანურობისგან თავს შევიკავებდი იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის.


ბექა ქავთარაძე (რეჟისორი, პუბლიცისტი): ვფიქრობ რომ სამუდამო პატიმრობიდან 15 წელზე ჩამოსვლა ცოტაა, კი, ჰუმანურობა აუცილებელია, მაგრამ საშიშ რეციდივისტებთან მიმართებაში რამე სხვა არის მოსაფიქრებელი, მათი შეწყალება და ვითომ არაფერი ჩაუდენიათ და გარეთ გამოშვება რამდენად პროდუქტიული იქნება საზოგადოებისთვის?

 

 

(სტატიაში გამოყენებულია სხვადასხვა წყარო)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია