დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტიდან ფოლკლორის სახლის რეაბილიტაციისთვის 140 000 ლარი გამოიყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/14 15:18:56

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ფოლკლორის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 ათასი ლარი გამოიყო.

 

მთლიანად გაკეთდა შენობის ფასადი, შესასვლელის ცენტრალური ფოიე, შენობის მარჯვენა ნაწილი და საკონცერტო დარბაზი. სამუშაოები 6 თვის მანზილზე მიმდინარეობდაქალაქის მერი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელს და დასსაც შეხვდა.


ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ზეინაბ ბურჯანაძე ამბობს, რომ სამუშაოები ხარისხიანად მიმდინარეობდა და გაკეთდა ის, რაც წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო.


„ფოლკლორის ცენტრის რეაბილიტაცია განხორციელდა სტანდარტების შესაბამისად. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი პროფესიული ხარისხით უნდა შესრულდეს სამუშაოები. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობები დროულად მოწესრიგდეს,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია