საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას აპროტესტებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/13 13:02:01

ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას აპროტესტებენ. როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, ხელისუფლებამ,  ქალაქის განვითარების ნაცვლად, საკუთარ კეთილდღეობაზე  დაიწყო ზრუნვა.


პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, ქალაქმა უსუსური საკრებულო მიიღო, რადგან დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდანაც კი ერთპიროვნულად უჭერენ მხარს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას.


„ველოდით, რომ რეორგანიზაცია დაიწყებოდა და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქის მერიას ეყოლებოდა იმდენი თანამშრომელი, რამდენიც საჭიროა საქმის გასაკეთებლად. მაგრამ ხელისუფლებამ, ნაცვალდ იმისა, რომ გამოთავისუფლებული თანხები ქალაქის განვითარებისთვის გამოეყენებინა, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა. შესაძლოა, ბიუჯეტის გარღვევა მოხდეს, რადგან ბიუჯეტი ვერ სრულდება,  ესენი კი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ. სამწუხაროა, რომ უსუსური და არაფრისმაქნისი საკრებულო მივიღეთ, რომელიც ხელისუფლების ყველა სულელურ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ აპროტესტებენ ამ ფაქტს ოპოზიციური პარტიის წარმომადენლები, რომლებიც მოსახლეობის წყალობით საკრებულოში არიან,“ - განაცხადა წულაიამ დღეს მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე.


მერიის და საკრებულოს თანამშრომელთათვის ხელფასის გაზრდის საკითხი 10 ოქტომბერს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს და გააპროტესტეს საკრებულოს „ნაციონალმა" დეპუტატებმა, როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ხელისუფლება, რომელიც მათ ხელფასების გაზრდასა და პირადი კეთილდღეობის მოწყობაში ადანაშაულებდა, დღეს თავად იწყებს ზრუნვას პირად კეთილდღეობაზე.


ბრალდებას ქალაქის მერი გამოეხმაურა. როგორც მურღულიამ აღნიშნა, მათ გააუქმეს პრემირების მანკიერი სისტემა, საჯარო მოხელეები პრემიას დამსახურების მიხედვით მიიღებენ, ამიტომ  გაზარდეს თანამშრომელთა ხელფასი, რადგან დასაქმებული პრემიების იმედად არ იყოს და ღირსეული ხელფასი ჰქონდეს, რაც კარგი მუშაობისთვის საკმარისი იქნება. მურღულიამ, ასევე აღნიშნა, რომ მოხდა ხელფასების რანგირება, რადგან სხვადასხვა რანგის ადამიანები ერთიდაიგივე ხელფასს იღებენ. თუმცა, როგორც მერმა განმარტა, გაზრდილ ხელფასს, იანვრიდან კონკურსსგავლილი თანამშრომლები მიიღებენ და ეს შეეხებათ სხვადასხვა რანგის თანამშრომლებს. რაც შეეხება მერს და ვიცე-მერებს – მათი ხელფასი არ გაიზრდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2427
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია