დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (videos)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/10 17:28:23

ქუთაისის საკერბულოს რიგგარეშე სხდომაზე მოქალაქეების შენიშვნებმა საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია.


ერთ-ერთმა მოაქალაქემ საკრებულოს წევრებს უღირსი უწოდა, რასაც საკრებულოს დეპუტატის გელა გაბადაძის უკმაყოფილება გამოიწვია. გაბადაძე მოქალაქისგან  მოითხოვდა დაეკონკრეტებინა უღირსში, რომელ დეპუტატს გულისხმობდა.


მოქალაქეების შენიშვნები ამით არ დასრულებულა, მრავალშვილიანმა დედამ მარინა დახუნდარიძემ საკრებულოს სხდომაზე გამოაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც მან ხმა მისცა, დღეს მის პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, სწორედ ამიტომ დახუნდარიძემ აღნიშნა, რომ სამშაბათიდან მერიასთან შიმშილობას იწყებს.


საკრებულოს დეპუტატებს დახმარების თხოვნით მიმართეს ჭავჭავაძის 51 ნომერში მცხოვრებლებმა. ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროსშენობა უკანონოდ გასხვისდა, გასხვისებულ ტერიტორიაზე კი მფობელმა მშენებლობა სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე დაიწყო.


 

როგორც ჭავჭავაძის #51 მცხოვრებლები აღნიშნავენ შენობის გასხვისებაში მერიის თანამშრომელი მონაწილეობდა, ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა კი სამსამართლოზე ზეწოლა მოახდინა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია