დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
10 ოქტომბერი – ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/10 16:54:34

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს იცხოვრონ დამოუკიდებელი ცხოვრებით, მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა, ჩაერთონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრამების შესრულების პროცესში.


ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე წელს ეძღვნება შიზოფრენიას სლოგანითცხოვრება შიზოფრენიასთან ერთად“. ამ დღის უმნიშვნელოვანესი მიზანი შიზოფრენიის საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ცნობიერების ამაღლება, არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.


ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან ერთად  კონფერენცია გამართა, რომელზეც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილა.


ღონისძიების გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ ისაუბრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების შედეგად სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობის აუცილებლობაზე; ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებთან მიმართებაში არსებული სამედიცინო მოდელის შეცვლის აუცილებობაზე; ასევე ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, შეიცვალა დამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ და მათ სამოქალაქო უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელების მეტი შესაძლებლობა მიეცათ.


სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის  საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში სისტემატიურად ეთმობა ადგილი ფსიქიკური ჯანმრელობის საკითხებს. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად აწარმოებს მონიტორინგს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ატარებს ტრენინგებს მონიტორებისთვის და ყოველ ღონეს ხმარობს სამოქალაქო განათლენის დონის ამაღლებისთვის.


ინკლუზიური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა უნდა იყოს ჩვენი მუშაობის ამოსავალი პრინციპი, სადაც პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელებისა თუ მონიტორინგის პროცესში ჩართულები იქნებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მხოლოდ ერთობლივი მუშაობით იქნება შესაძლებელი არსებული სტერეოტიპების, სტიგმის რღვევა, რაც თავისთავად   უფლებების რეალიზებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა პაატა ბელთაძემ.


 

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ არსებული ინსტიტუციები ვერ უზრუნველყოფენ ბენეფიციართა ღირსეულ ცხოვრებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია