დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას მიმართავენ პოპულარული თოქ-შოუს წამყვანს facebook-ის საშუალებით
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/10 13:20:09

სოციალური ქსელის facebook–ის მომხმარებელმა ლაშა ქავთარაძემ ინგა გრიგოლიასადმი ასეთი მიმართვა გაავრცელა:

 

ძვირფასო ინგა, როგორ ხარ? ვიცი რომ კრიზისების დროს მონასტერში დარბიხარ ხოლმე, დეპრესიასთან გასამკლავებლად, მაგრამ იცი რომ ქობულეთში მუსლიმ მოსწავლეებს პანსიონი დაუხურეს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილობრივ, ღორის მკვლელ მართლმადიდებლებს თურქ-სელჩუკების ქიმერები ელადნებათ?

იცი, რომ დედოფლისწყაროში 14 წლის გოგო გააუპატიურეს და ღმერთმა უწყის ეს რიგით მერამდენე მცირეწლოვანია?

 

იცი მერამდენე ადამიანმა მოიკლა თავი მეტროში და რომ მიზეზები მხოლოდ პერსონალური არ არის?

 

იცი, კარდიოლოგიურ ინსტიტუტში მცხოვრებ ადამიანებს სული რომ სძვრებათ შიმშილით და ახლა ალბათ უკვე სიცივითაც?

 

იცი, მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენი გადასახადებიდან ყოველწლიურად 29 მლნ ლარამდე რომ შესდის და ამ ფულით მულტირობოტუნებს და მოოქროვილ საზეთისხილეებს რომ ყიდულობს?

 

იცი, ქალაქის მერია მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს თბილისობაზე მწვადის საჭმელად და ბაჟეში თავის ჩასაყოფად?

 

იცი, ტყიბულში და ჭიათურაში ყოველდღე მუშები რო იხოცებიან და ზიანდებიან, დღეში ორ ნაჭერ პურზე გადადიან და ხელფასი დაახლოებით შენი ხელფასის ერთი მეოცედი აქვთ?

 

იცი, საქართველოში ბავშვები რომ არიან ჩართულები იძულებით მათხოვრობაში და მთავრობიდან მოყოლებული ჟურნალისტებით დამთავრებული ყველას რომ ფეხებზე კიდია ამ ბავშვების მომავალი?

 

იცი განათლების სისტემას დედა რომ არ ჰყავს და მინისტრად რომ თამარ სანიკიძე გვყავს?

 

და ის თუ იცი, როგორ გვკიდია ვინ სად იმღერა, რატომ იმღერა, რა იმღერა, ვის გაეთამაშა, იმისმა ქმარმა ფეისბუქზე რა დაპოსტა და მერე დათო ოქიტაშვილმა რა უპასუხა, მამულიჩა კუჭში როგორ გავიდა, ლელამ შეაწოდა თუ არა ქაღალდი და ა.შ.?

 

ის კი გეცოდინება, რომ სამწუხაროდ ძალიან მაღალრეიტინგული ხარ და სწორედ ეგეთი რეიტინგული მედიების ხელშია ხშირად ბევრი ადამიანის ბედი. ისიც იცოდე რომ სრულად ვცემ პატივს შენს დამოუკიდებლობას და ჭკუას კი არ გასწავლი, უბრალოდ თხოვნა იქნება ნუ შეგვაწუხე ამ შენი ყველაზე ცხარე დისკუსიებით. ხალხი რომ გიყურებს იმას კი არ ნიშნავს რომ მოწონხარ, იმას ნიშნავს რომ სხვები შენზე კიდე უფრო ცუდ მედიაპროდუქტს სთავაზობენ ტელევიზიიდან.

 

არ დამიწყო ახლა ეს თემა პოპულარულია, ხალხის ინტერესი არის და ბლა ბლა ბლა. პორნოსაიტების გუგლ ანალიტიქსი რომ ნახო ალბათ შურით გასკდები იმათ როგორი რეიტინგი აქვთ. ადექი და პორნოები გაუშვი ხოლმე თუ მარტო ინტერესზე და რეიტინგზე მიდგა საქმე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია