დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საქართველოს პარლამენტის როლი და მნიშვნელობა ქუთაისის განვითარებისთვის“-დისკუსია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/09 14:32:20

„საქართველოს პარლამენტის როლი და მნიშვნელობა ქუთაისის განვითარებისთვის“-ეს არის თემა, რომელზე დისკუსიითაც დაიწყო ახალმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ ფუნქციონირება.


არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა „ნაციონალმა“ დეპუტატებმა გია გოქაძემ და მერაბ ბარათაშვილმა, ასევე თორნიკე ბარათაშვილმა დააფუძნეს.


როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ,  ორგანიზაციის სახელწოდება შემთხვევით არ შეურჩევიათ, ეს არის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად, რადგან საქართველოს ადგილი არა რუსულ, არამედ ევროპულ ორბიტაზეა.


„სახელწოდებიდან გამომდინარე ნათელია ჩვენი ორგანიზაციის მიზანი და მიმართულება,  საქართველო ოდითგანვე იყო, არის და იქნებ აევროპის ნაწილი. ჩვენი ადგილი არაა რუსულ ორბიტაზე. დღეს პირველი დისკუსია გავმართეთ და ქუთაისითვის პარლამენტის როლსა და მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ. საქართველოს კანონმდებლობით პარლამენტის მდებარეობის ადგილი ქუთაისია. მივმართავთ ხელისუფლებას პარლამენტი დაუბრუნდეს თავის კანონიერ ადგილს, რადგან ქუთაისის გადარჩენისა და ფუნქციონირებისთვის საკანონმდებლო ორგანო აუცილებელია. დღევანდელ დისკუსიაზე დასასწრებად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეც მოვიწვიეთ, რაზედაც სამწუხაროდ უარი მივიღეთ. მაგრამ ამაზე არ გავჩერდებით, დღესვე ორგანიზაცია წერილობით მიმართვას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით თავიანთიო პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ“- განაცხადა გია გოქაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია