დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/08 19:09:12

2013 წლის სექტემებერში ფონდ „სოხუმის“ მიერ დაწყებულ პროექტს „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები–ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“ ერთი წელი შეუსრულდა.


გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიზანია,  რეგიონში გენდერული  თანასწორობის ხელშეწყობა. პროექტის ხელმძღვანელთა განცხადებით, სწორედ ამიტომ მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის  გენდერული თანასწორობის ფონდმა დააფიანსა.


ფონდ“სოხუმის“ ოფისში ადგილობრივ ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხდა გენდერული სკონსულტაციო საბჭოს მიერ გამოცემული ჟურნალის პრეზენტაცია. ჟურნალში შესულია საბჭოების ერთწლიანი მუშაობის ანგარიში და შეჯამება.


საბჭოები საქართველოს სამ ქალაქში:  ქუთაისში, სენაკსა და ოზურგებში მუშაობს.


„გენდერული საბჭოების მუშაობა შევაჯამეთ და ჟურნალის სახით გამოვეცით. ჟურნალში შესულია ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ჩვენს მიერ გამხორციელდა, ასევე თავმოყრილია ინფორმაცია გენდერულ თემებზე ადგილობრივი მედიასაშუალებების მუშაობის შესახებ.  ჟურნალისტები ჩვენი უმთავრესი იარაღი და მხარდამჭერები არიან, მათი საშუალებით, ჩვენ ვახერხებთ გენდერული თემატიკის კუთხით არსებული პრობლემების  უკე გაჟღერებას, მოხარული ვიქნებით, თუ ადგილობრივი მედიასაშუალებები ამ კუთხით მუშაობას გააძლიერებენ. რაც შეეხება საბჭოს მუშაობას, ერთწლაინმა მუშაობამ დაგვანახა, რომ ეს ძალინ კარგი მოდელია. შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში. ჩვენი მეშვეობით მოხდა დეფინიციის მარტოხელა დედის ნაცვლად, მარტოხელმა მშობლის შემოღება“–აღნიშნა ფონდ „სოხუმის“ საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა ლალი შენგელიამ.


გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს ქუთაისში საკრებულოს წევრი ირმა პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს პრობლემის მოგვარების მიზნით საბჭოს მიმართოს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია