დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
VIDEO – როგორ „ასუქებენ“ გასაყიდ ქათმებს საქართველოში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/08 14:08:41

საქართველოს მადიანი მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილმა თუ იცის დღეს, რომ მისი სახელდახელოდ შერჩეული,  დახლიდან ამაყად მომზირალი პუტკუნა ქათმები (რომელსაც ისეთ რეკლამას უკეთებენ რეალიზატორები, რომ, რომც არ აპირებდე ყიდვას, მაინც შემოგაჩეჩებენ), წყლით არის გაბერილი.

 

მყიდველი კმაყოფილია კარგი არჩევანით, წარმოდგენაში ნაყრდება მის მიერ შეძენილი ქათმისგან მომზადებული კერძით, თუმცა ქვაბში რომ კარგა გვარიანად ჩაპუტკუნებულ დედალს სვამენ, უკან ძვლების ხროვას იღებენ ხოლმე.  მერე კი ბუზღუნებენ: როგორ დაიკლო ხარშვაშიო.

 

გამყიდველი? რატომაც არა – კმაყოფილია, მყიდველების თვალის ასახვევად დამუღამებული ახალი, თუ ვინ იცის, როგორ მოძველებული ფანდი მის ბიუჯეტზე დადებითად კი აისახება...

 

ვიდეორგოლი, რომელიც mediamail-მა გაავრცელა, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ „ასუქებენ“ წყლით დაკლულ ქათმებს საქართველოში. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია