დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი მოქალაქე რეპორტიორების შესარჩევად
2014/10/08 12:05:46

საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროექტის „ზურგჩანთიანი ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისათვის“ფარგლებში აცხადებს კონკურსს მოქალაქე რეპორტიორების შესარჩევად. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოქალაქე რეპორტიორების მომზადება საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველი ახალი მედიის განვითარებისთვის.


პროექტის ფარგლებში შერჩეულ 15 მოქალაქეს პროფესიონალი ტრენერები შეასწავლიან ფოტო ვიდეო გადაღებას, მონტაჟს, ლაივსტრიმინგს, ახალი მედიის სხვა ინსტრუმენტებს, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად ახალი მედიის და სოციალური ქსელების აქტიურ გამოყენებას;

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16–დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს.


შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ახალი მედიის ინსტრუმენტების შესასწავლად შესაბამისი უნარების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან ან საზღვრისპირა რეგიონებში, კონფლიქტის ზონაში, წარმოადგენენ რომელიმე ეროვნულ უმცირესობას. სამუშაო ენა – ქართული.


სწავლების პერიოდში კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდების სასტუმროში ცხოვრების და კვების ხარჯებს დააფინანსებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი. პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით.

 

პროექტის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი სთავაზობს შემდგომ დასაქმებას. ადამიანის უფლებებზე ფოტო და ვიდეორეპორტაჟების მომზადებისათვის მოქალაქე რეპორტიორები მიიღებენ ჰონორარს.  მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო ცენტრების ქსელის და მისი პარტნიორი ახალი მედიის ორგანიზაციების სხვა პროექტებშიც.

 

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@16100.ge

18 ოქტომბრამდე დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროექტს „ზურგჩანთიანი ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისათვის“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] მხარდაჭერით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია