დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მოგზაურობა ყვავილეთში“–პრემიერა ქუთაისის თოჯინების თეატრში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/07 18:56:27

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრში შიდა საპრემიერო ჩვენება გაიმართა.


„მოგზაურობა ყვავილეთში“– ეს არის პაექშის და იუარსკის ორმოქმედებინი პიესა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა, ეკატერინე სირაძემ ბავშვებისთვის ქუთაისის თოჯინების თეატრში დადგა.


„სპექტაკლი პატარებისთვის, ვთვლი, რომ ცოტა არაორდინალურია, რადგან მწერებზეა. მინდა, ბავშვები მოვიდნენ ჩვენს წარმოდგენებზე და შეიყვარონ მწერები და ჭიანჭველა ღუნღულა. პიესა სპეციალურად შეირჩა, რადგან მეგობრობას, სიყვარულს და სიკეთეს ასწავლის. აქ ფერადი სამყაროა შექმნილი, ისეთი, როგორიც პატარებს ხიბლავს“ – განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა ეკატერინე სირაძემ.


სპექტაკლმა, რომელსაც არამხოლოდ პატარა მაყურებლები ესწრებოდნენ, მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია