დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში ქუთაისელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/07 13:32:14

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ქუთაისის პროკურატურის თანამშრომლები შეხვდნენ.


შეხვედრა საქართველოში „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მოეწყო.

 

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით ხარაიშვილი ესაუბრა. მან მომავალ სამართალდამცავებს საქართველოს პროკურატურის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები გააცნო.


„პროექტის მიზანია საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, მათ შორის სტუდენტებში,  ვცდილობთ ცნობიერების ამაღლებას, რათა ხელი შეეწყოს დანაშაულის პრევენციას," - აცხადებს დავით ხარაიშვილი.


ხარაიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი შემოდგომა-ზამთრის პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში,  დაახლოებით, 10-12 ღონისძიებაა დაგეგმილი, ძირითადად, სტუდენტური აქტივობები: დასუფთავების აქცია, სპორტული ღონისძიებები და ა.შ.


„ამ გზით შევეცდებით, მკაფიოდ დავანახოთ ახალგაზრდებს პროკურატურის მუშაობის ძირითადი პრინციპები,"-ამბობს დავით ხარაიშვილი.


წერეთლის უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის, ნინი ჩადუნელის განცხადებით, პროექტი - „საზოგადოებრივი პროკურატურა", ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, განსაკუთრებით მისი სფეროს წარმომადგფენელი ახალგაზრდებისათვის.

 

„მოხარული ვარ მსგავი შეხვედრების და ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას სამართლის კუთხით,"-ამბობს ნინი ჩადუნელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია