დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობის სარეზერვო ფონდი 70-მილიონ ლარამდე იზრდება
2014/10/07 11:38:13

მთავრობის სარეზერვო ფონდი 2015 წლისთვის 20-მილიონით იზრდება და 70-მილიონ ლარს შეადგენს. მთავრობის სარეზერვო ფონდი მიმდინარე წელს 50-მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო პროექტის მიხედვით კი, მისი მოცულობა 70-მილიონით დაიგეგმა. 


უცვლელი რჩება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა, რომელიც მიმდინარე და მომავალ წელსაც 5-მილიონი ლარი იქნება. 


საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა, ერთად აღებული, წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

წყარო: http://bpi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2543
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია