საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, „კომპანია RMG Gold და მისი საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში მოექცა“
2014/10/06 16:40:51

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს მაღაროსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში პარტია კანონდარღვევებზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, "კომპანია RMG Gold და მისი საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში მოექცა".


„მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია ისტორიული ძეგლის, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი მაღაროსა და შპს RMG Gold-ის მიერ მიმდინარე სამუშაოების გარშემო. თუმცა არის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებზეც ყურადღება ჯერ არ გამახვილებულა. კერძოდ, თუ რა კანონდარღვევებს ქონდა ადგილი ამ პროცესში და როგორ მოექცა კომპანია RMG Gold და მისი საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში.


პირველი კანონდარღვევა ეხებოდა მაღაროსთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის ჩამორთვევის პროცესს. ამ ყოველივეს გათვალიწინებით, გასაგები ხდება, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ის კანონდარღვევები, რომლითაც მოხდა ფირმისათვის ლიცენზიის გაგრძელება და საყდრისი-ყაჩაღიანითვის ისტორიული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა. 
2013 წლის 6 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მირიანე ოდიშარიამ, თავის #03/108 ბრძანებით, გააუქმა 2006 წლის 30 მარტის #3/133 ბრძანების ნაწილი, რომელიც ეხებოდა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას. 2013 წლის 10 ივლისს, შესაბამისი ცვლილება შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულებაშიც. 


სტატუსის ცვლილება მოხდა კომისიის დასკვნის საფუძველზე. კომისიის შემადგენლობის უმეტესობა, კერძოდ: ალექსანდრე თვალჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, გურამ ყიფიანი, გურამ გრიგოლია და ვახტანგ ლიჩელი პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებდა დაფინანსებას კომპანია RMG Gold-ში. ამის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს მოულოდნელი, რომ ჯგუფმა მხოლოდ ორი თვის მუშაობის თავზე ზუსტად ისეთი დასკვნა დადო, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული, - სტატუსის მოხსნისა და გადატანის რეკომენდაციები.
მეორე კანონდარღვევა ეხება კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს. საქმე იმაშია, 2012 წელს გაცემული ლიცენზია არ შეიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 


სტატუსის გაუქმების შემდეგ შეიქმნა მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ყოფილი ძეგლის ტერიტორიაზე მუშაობის ჩატარების უფლება არავის ჰქონდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სრულიად უსასყიდლოდ გაუგრძელა შპს RMG Gold-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია 53, №0010, ტიპი VI A B C) მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ლიცენზია გაუგრძელდა 2006 წლამდე პერიოდის პირობებით. ანუ, ლიცენზია ისევ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოცხადებული იყო ისტორიულ ძეგლად. 

 

ამ უკანონო გარიგებების შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა, მას შემდეგ, რაც უფასოდ გასცა ლიცენზია ტერიტორიაზე, რომელიც ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, 1 მილიარდ ლარ მოგებას მოუტანს მის მფლობელს. შედარებისთვის ვიტყვით, რომ მხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს. 


ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილი პირების ჯიბეში მიდის", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, "ყველაფერი გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ შპს "მაინინგ ინვესთმენთსის" გენერალური დირექტორი RMG ჯგუფის მრჩეველი გარემოსადცვით საკითხებში, სოლომონ ცაბაძეა. 


"შესაბამისად, აუქციონში მონაწილეობამდე 2 კვირით ადრე დაფუძნებული შპს "მაინინგ ინვესთმენთსი", პირდაპირი სახით დაკავშირებულია RMG ჯგუფის ინტერესებთან. შესაბამისად, ეს ჯგუფი ფინანსურ ზარალს ვერ ნახავს. აქ საინტერესოა სხვაა. სახელმწიფომ უფასოდ გასცა ლიცენზია ტერიტორიაზე, რომელიც ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, 1 მილიარდ ლარ მოგებას მოუტანს მის მფლობელს. შედარებისთვის ვიტყვით, რომ მხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში საერთო ჯამში 204 მილიონი ლარი გადაიხადეს", - განმარტებულია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია