ზესტაფონი 140 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილეს ფარგლებში კვირეული მიმდინარეობს. დღეს, ზესტაფონის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია ,,მოძრავი ყვავილები" გაიმართა. მასში მონაწილეობა ქალაქის ყველა საჯარო სკოლამ მიიღო.
აქციის ფარგლებში მოსწავლეები თავიანთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ერთდროულად, დილის 10 საათიდან შეუდგნენ.
კვირეულის ფარგლებში ვარინკა წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ვარინკობა“ აღინიშნება. ვარინკა წერეთელს ფართო საზოგადოება აკაკი წერეთლის ლექსზე „სულიკო“ შექმნილი სიმღერით იცნობს.
ღონისძიება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.