დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნინო გვასალიას ძმამაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
2014/10/06 11:19:31

ეს უბედური შემთხვევა ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, რადგან 22 წლის გოგონას გაუჩინარებამ მთელი საქართველო შესძრა. მისი დედა ლალი ცინცაძე, ყველას სთხოვდა და მიმართავდა, რომ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია ჰქონდა მისი დაკარგული შვილის შესახებ, მისთვის შეეტყობინებინათ. მაგრამ სამწუხაროდ ერთ თვიანი ძებნის შემდეგ ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში ბაიკერებმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს.

 

ლალი ცინცაძე 4 შვილის დედა იყო, ერთი გოგონასი და სამი ვაჟის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინომ თვითმკვლელობამდე თავის უმცროს ძმას უთხრა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, მაგრამ ძმამ ეს ყველაფერი ხუმრობით ნათქვმად ჩათვალა.

 

ხოლო გუშინ მთელი დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეტრო "300 არაგველში" ახალგაზრდა მამაკაცი მატარებელს შეუვარდა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, მას მატარებელმა გადაუარა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

როგორც ცნობილი გახდა ეს პიროვნება ტყეში ერთი წლის წინ ჩამომხვრჩვალი გოგონას, ნინო გვასალიას ძმა, დათო გვასალიაა.

 

ასეთ საშინელ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო დედამ, ლალი ცინცაძემ და მანაც თვითმკვლელობა სცადა. ქალბატონმა ლალიმ აბების საშუალებით სცადა თავის მოკვლა, მაგრამ იგი საბედნიეროდ გადაარჩინეს და ახლა რეანიმაციშია მოთავსებული ინგოროყვას კლინიკაში.

 

ნინო გვასალია

 

წყარო: http://intermedia.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია