დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გენიოსები, რომლებსაც წერა-კითხვა უჭირდათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/10/05 11:51:24
გადმოცემის თანახმად, მოცარტი გაჭირვებით კითხულობდა, არც ჩერჩილის კითხვის ტექნიკით იყვნენ მასწავლებლები აღფრთოვანებულნი, ასევე მოიკოჭლებდა კითხვაში სიმდიდრით ცნობილი როკფელერი. სამივეს ერთი პრობლემა ჰქონდა - დისლექსია.
როგორ მოახერხეს მათ წარმატების მიღწევა, დღესაც გამოცანაა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ "დარღვევაა" ხშირად გენიალურობის მანიშნებელი. მათი ტვინი სხვაგვარად არის მოწყობილი, შესაბამისად, იდეებიც სხვანაირი მოსდით, გენიალური.


როცა ნაკლი უპირატესობაა

აინშტაინი, ლეონარდო და ვინჩი, ნიუტონი და ფარადეი ძალიან ცუდად კითხულობდნენ და არითმეტიკასთანაც მწყრალად იყვნენ. 
აინშტაინი ცუდად სწავლის გამო სკოლიდანაც გააგდეს. ამის მერე ბიჭუნას აღზრდას ბიძამ მოკიდა ხელი, რომელიც ხედავდა, რომ ბავშვი ლამის ჩვილობიდან ავლენდა ფიზიკისადმი ინტერესს. სწავლა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ გენიოსობა ხომ ისაა, რომ მსოფლიო აიძულო გადახედოს დადგენილ წესებს, და განავითარო.

ეს გენიოსები ძლიერი წარმოსახვითი და სივრცითი აზროვნების უნარით იყვნენ დაჯილდოვებულნი. ეს უნარები დაეხმარათ მათ დიდი აღმოჩენების გაკეთებაში.


ცნობილმა დისლექსიკმა და დისგრაფიკმა (კითხვისა და წერის უუნარობა) ედისონმა ფონოგრაფი გამოიგონა, რათა ინფორმაციის გადმოცემის ეს მტანჯველი ხერხები თავიდან აეცილებინა. 


დისლექსია მხოლოდ მეცნიერთა პრობლემა არ არის. ჰოლივუდის ბევრმა ვარსკვლავმა ნორმალურად კითხვა და ანგარიში არ იცის. ამიტომ როლებს ხმით სწავლობენ. ვინ არიან ეს ცნობილი მსახიობები? სალმა ჰაიეკი, კინუ რივზი, ვუპი გოლდბერგი, მერილინ მონრო, ტომ კრუზი, გაი რიჩი, შერი, დასტინ ჰოფმანი...

სამსახიობო ხელოვნება ის სფეროა, რომელიც დისლექსიკებს, დისგრაფებსა და დისკალკულიტებს (ანგარიშის უუნარობა) თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. როგორ წესი, ასეთი ხალხი შემოქმედებითად კარგად არის განვითარებული. მათ წარმატებაში კი მშობლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით - მათ შეძლეს და თავიანთ "პრობლემიან" შვილებში ძლიერი მხარეები დაინახეს, შემდეგ კი განავითარეს ეს ძლიერი მხარეები.  


თუ ასეთ ბავშვებს სკოლაში ხელს არ შეუწყობენ, დასცინებენ, ტრავმას მიაყენებენ, საეჭვოა, რომ წარმატების მიღწევა შეძლონ. 


ნაკლი ნებისყოფას წვრთნის

ბევრი წარმატებული ადამიანისთვის მსგავსი პრობლემები ხასიათის ჩამოყალიბების, ნებისყოფის განმტკიცების მოტივად იქცა. მათი წყალობით ისწავლეს სიძნელეების გადალახვა და საკუთარ თავზე მუშაობა.

მაგალითად, ცნობილმა მეზღაპრემ, ჰანს ქრისტიან ანდერსენმა კითხვა 10 წლის ასაკში ისწავლა, ნორმალურად წერა კი ცხოვრების ბოლომდე ვერ აითვისა. ხელნაწერი რამდენჯერმე დაუბრუნეს უკან, რათა გამართულად და გასაგებად დაეწერა. ის ბევრს შრომობდა, წერდა და წერდა, თუმცა ძალიან უჭირდა. საბოლოოდ კი დადგა ის, ვინც დადგა.

დაახლოებით იგივე პრობლემები ჰქონდა მსოფლიო დეტექტივების "დედას", აგათა კრისტის. მას დისგრაფია აწუხებდა და დიდი დრო დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ დებილი არ იყო. რედაქტორები ამრეზით უყურებდენენ და მოითხოვდნენ, უფრო გასაგებად წერეო. კიდევ კარგი, რომ ფარ-ხმალი არ დაყარა და რედაქტორებამდე მიიტანა თავისი წიგნების გენიალურობა. აი, ეს არის მტკიცე ნება.


ასე რომ ნუ იჩქარებთ და ნუ წაეჩხუბებით შვილს ცუდი ხელწერის ან წიგნის "ბლუკუნით" კითხვის გამო. დაეხმარეთ ყველანაირად, რომ განვითარდეს. თუ პრობლემა სერიოზულია, მიმართეთ სპეციალისტს და ის გირჩევთ, როგორ მოიქცეთ. თუმცა ფარხმალი არც ამ შემთხვევაში უნდა დაყაროთ - ყველა ადამიანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ნიჭები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება დანახვა და განვითარება. სწორედ ამაშია მშობლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და აუცილებელი ამოცანა. ვინ იცის, იქნებ თქვენი შვილი, რომელიც ახლა ვერ გახარებთ ათიანებით და სწრაფი აზროვნებით, სინამდვილეში სულ სხვა სფეროშია ნიჭიერი და მომავალი გენიოსიც კი გყავთ გვერდით?
wyaro: http://mshoblebi.ge/ganathleba/skola/1256-geniosebi-romlebsac-tsera-kithkhva-utcirdath-mshoblebo-yuradghebith-tsaikithkheth.html
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია