დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიციელის ტყვიით მოკლული ახალგაზრდის ახლობლებმა საავადმყოფოში შეჭრა სცადეს
2014/10/03 20:48:40

ერთი ადამიანი დაიჭრა ქუთაისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მერე განხორციელებული გასროლის შედეგად. შსს-ს განმარტებით, სამართალდამცავები დევნის ოპერაციას ახორციელებდნენ და გასროლაც სწორედ ამას უკავშირდება. დაჭრილი მირზა ბ. ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოში მოთავსეს, სადაც მისმა ნათესავებმა შეჭრა სცადეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქე, რომელსაც პოლიციელმა ესროლა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.


პოლიციის განცხადებით, შსს- თანამშრომლები ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა - მიმართ. მირზა . არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა.

 

შსს აცხადებს, რომ ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა - მანქანის მიმართულებით ისროლა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა . საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.

 

 

შსს- ცნობით, ამ დროისათვის პოლიციელი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა.

 

წყარო: სხვადასხვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2918
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია