დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 20 წლის ახალგაზრდა პოლიციამ დაჭრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/10/03 20:07:51

ახლახანს სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში 20 წლის ახალგაზრდა,მირზა გოჩუაძე სამართალდამცავებმა დაჭრეს. 


როგორც ირკვევა, შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირის პირველ შესახვევში მოხდა. 
შემთხვევის თვითმხილველთა თქმით, შესაძლოა, გოჩუაძის დაჭრა მათ უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება.

 „ახალგაზრდა თავისი მანქანით მოძრაობდა. პოლიციამ გაჩერება მოსთხოვა. გოჩუაძეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ, ალბათ შეეშინდა, გაიქცა, რასაც პოლიციელების მხრიდან სროლა მოჰყვა,“ - ამბობენ თვითმხილველები. 


მომხდართან დაკავშირებით პოლიცია ჯერჯერობიტ კომენტარს არ აკეთებს.

 
შემთხვევის ადგილას ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია