დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირმა ინაშვილი წამების ამსახველი კადრების გასაჯაროებასა და ევროპელებისთვის ჩვენებას ითხოვს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/03 14:12:46

"საქართველოს პატრიოტთა ალინსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და "ნაციონალების" გააქტიურებას ეხმიანება. როგორც ინაშვილი აღნიშნავს, ყოფილი ხელისუფლება უმანკო კრავის როლში გამოდის, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს  სამეგრელოში აღმოჩენილი ადამიანთა წამების ამსახველი კადრების გასაჯაროება. ინაშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენება ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ან ევროკომისიის შენობაში უნდა მოხდეს.


 

" 2013 წლის ივნისის შემდეგ, სტრესულ ვითარებაში ცხოვრებას განვაგრძობთ. მწამებელთა გონორი იზრდება. იზრდება იქამდეც კი, რომ ნაცისტები უმაკო კრავებს თამაშობენ. ამიტომ მკაფიო მოთხოვნა მაქვს: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე... ამავე საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რისი კანონიერი უფლება გვაქვს, სასწრაფოდ გაასაჯაროოს ხელისუფლებამ ზემოხსენებული კადრები. გარწმუნებთ, არანაირი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ დაირღვევა, რადგან მსხვერპლთა და მოძალადეთა სახეები იქნება დაფარული! მეტიც, ამ კადრების ჩვენება უნდა მოხდეს ბრიუსელში, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ან ევროკომისიის შენობაში. ჩვენებაზე უნდა მოვიწვიოთ ყველა ევროდეპუტატი და სხვა გავლენიანი პირები. ველოდები ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურებას!"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია