დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი მოადგილეთა რაოდენობის გაზრდას ითხოვს
2014/10/02 16:11:28

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესატანად სახალხო დამცველმა პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. 

 

პროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს პირველი მოადგილე და მოადგილეები ეყოლება, მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილება კი სახალხო დამცველის აპარატის დებულებით განისაზღვრება. კანონპროექტით, იმიჯნება საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციები. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს.

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი ცვლილებების საჭიროებად სახალხო დამცველის საქმიანობის სფეროსა და რეგიონული დაფარვის არეალის გაფართოებას ასახელებს. მათი თქმით, ორჯერ გაიზარდა სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, გაორმაგდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვიანობა, რამაც „დღის წესრიგში დააყენა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობის გაძლიერების აუცილებლობა“. 

 

ამასთან, განმარტებით ბარათშია აღნიშნულია, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საკითხებზე ზედამხედველობას, რაც ადამიანური და მატერიალური რესურსების ზრდას მოითხოვს. 

 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბიუჯეტი 125 ათასი ლარით გაიზრდება.

 

წყარო: liberali.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია