დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ზამთრის სეზონისათვის ხარჯების გაზრდას გეგმავს
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/29 19:06:31

ქუთაისის სკოლების უმეტესობას ზამთარში გათბობასთან დაკავშირებით პრობლემები ექნება,   უკეთესი  მდგომარეობაა   სკოლამდელ დაწესებულებებში,  სადაც პატარების გათბობას სრულად უზრუნველყოფენ,   მუსიკალურ სასწავლებლებსა და სპორტულ სკოლებში კი  პრობლემა    ნაწილობრივ  მოგვარებულია - ამის შესახებ ზამთრის სეზონისათვის მზადებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე  განაცხადეს,  რომელსაც ქალაქის ვიცე-მერები  და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


ქალაქის ვიცე-მერის   ნოდარ  მიქიაშვილის თქმით,   დიდთოვლობის შემთხვისათვის მობილიზებული იქნება საჭირო  ტექნიკა: „უახლოეს 45 დღეში  ქალაქი  მიიღებს ახალ ტექნიკას - მათ შორის ერთ  გრეიდერსა  და ორ ახალ თოვლმწენდს. უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში  კი, ქალაქი ორი გრეიდერს დაიქირავებს“.


ამ დროისათვის ზამთართან დაკავშირებით ბიუჯეტში სპეცტექნიკის მობილიზებისათვის 25 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა ვიცე-მერის მიქიაშვილის მითითებით, საჭირო იქნება ამ თანხის გაზრდა.   


საფინანსო სამსახურსის უფროსის, ირაკლი ავალიანის განცხადებით, ამ საკითხის გამო, შესაძლოა, ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს.


ეს იმაზე იქნება დამოკიდებული,  თუ რა წინადადებს წარმოადგენენ სამსახურის ხელმძღვანელები, შესაძლოა, ზამთრისათვის დამატებითი ფინანსები სარეზერვო ფონდიდანაც გამოიძებნოს. ამისათვის კი ავალიანის  განმარტებით, სარეზერვო ფონდი,  რომელიც ახლა 300 ათას ლარს მოიცავს, შეიძლება, 60 ათასი ლარით გაიზარდოს.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია