დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წვიმის შედეგად სახლები ვანსა და სამტრედიაში დაიტბორა
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/29 17:32:32

„ძლიერი  წვიმის  შედეგად  ვანსა და სამტრედიაში  რამდენიმე  მოსახლე დაზარალდა.  დატმორილია  საცხოვრებელი   სახლის   პირველი   სართულები“.  –   განაცხადა   იმერეთის სამხარეო    ადმინისტრაციის   აპარატის   უფროსმა   გოჩა გაბუნიამ.   

მისი თქმით,   მოსახლეობის დასახმარებლად  მობილიზებულია   შესაბამისი   ტექნიკა   და  ცოცხალი   ძალა.


   აპარატის უფროსის   განცხადების  თანახმად,     სტიქიურ    მოვლენებთან   დაკავშირებით    გუბერნატორის ადმინისტრაციაში   შექმნილია   საგანგებო  სიტუაციების  მართვის  შტაბი,   რომელსაც  მხარის   გუბერნატორი  ზაზა  მეფარიშვილი   ხელმძღვანელობს. 

შტაბი   მხარეში  არსებული რეგიონალური სამსახურებითაა დაკომპლექტებული.


 იმერეთის მასშტაბით საგანგებო  სიტუაციების მართვის შტაბები შექმნილია რაიონულ  მუნიციპალიტეტებშიც,რომელთა   მუშაობასაც    კოორდინაციას გუბერნიაში შექმნილი საგანგებო   შტაბი უწევს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია