დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცუდი ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება
2014/09/29 09:50:57

დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, წვიმა გაძლიერდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ასევე, დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარიც. 30 სექტემბრის ღამით კი, სავარაუდოდ, დიდი ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მდინარეებში წყლის მომატებას ვარაუდობენ. მდგომარეობა შესაძლებელია დამძიმდეს მეწყერსაშიში ზონებშიც.


სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა მთელ საქართველოში დღეიდან 5 გრადუსით დაიკლებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია