დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მემარჯვენეობა და მემარცხენეობა ქართულ პოლიტიკაში
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/27 20:43:41

რას ნიშნავს იყო მემარცხენე ან მემარჯვენე   და   როგორ გამოიყურება,    ამ თვალსაზისით,  ქართული   პოლიტიკური    ველი?   


ამ   საკითხებზე   ისაუბრეს   ქუთაისის    დემოკრატიული  ჩართულობის  ცენტრში    გამართულ   საჯარო   დისკუსიაზე.

 ქართულ პოლიტიკურ  კულტურასა  და  არსებულ ტენდენციებზე  მოსაზრებები  გამოთქვეს    მომხსენებლებმა:  ლევან   აბაშიძემ,  რომელიც     „სოციალ- დემოკრატიული“   პარტიის წევრი  და ამასთან მემარცხენე იდეოლოგიის დამცველი  გახლდათ,    იურისტმა   თამარ კაკაბაძემ  და    ისტორიკოსმა  ტარიელ  დათიაშვილმა. 

 

მომხსენებლები  შეთანხმდნენ იმაში,  რომ  დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ  სივრცეში  ნაკლებადაა  მკვეთრად  გამოხატული პოლიტიკური   ორიენტაციის   მქონე  პარტიები -  ისინი რიტორიკას იმის მიხედვით იცვლიან,   ოპოზიციას  წარმოადგენენ  თუ ხელისუფლებას.

ლევან  აბაშიძის თქმით:  „ქართულ  პოლიტიკური ლანდშაფტზე  ძნელი  გასარკვევია,  რომელი პარტია რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას  გამოხატავს.   პარტიები არ გამოხატავენ კონკრეტული სახოგადოებრივი  ჯგუფების  ინტერესებს.   ისინი  ორიენტირებული არიან  არა  ერთ,  კონკრეტული ჯგუფზე , არამედ მთლიანი ელექტორატის მოცვაზე.“

 

ტარიელ  დათიაშვილის თქმით,   სახელმწიფო სტრუქტურებში განათლების   სერიოზული დეფიციტია,  რაც ისევ  ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებისაკენ  მიგვიყვანს: „დემოკრატია  განათლების  გარეშე არ არსებობს,  ამის  კი სერიოზული დეფიციტია,   მათ შორის თვითმმართველობებში,   სადაც,   მართალია  დიქტატისაგან  გათავისუფლდნენ  და პასუხისმგებლობა   მათ ხელში  გადავიდა,  მაგრამ აღმოჩნდა,  რომ  წარმოდგენა  არ აქვთ, თუ რა უნდა აკეთონ."  დათიაშვილის თქმით:   „თუ ასე გაგრძელდა,  ისევ   ავტორიტარიზმს  დავუბრუნდებით“-



შეხვედრის    ორგანიზატორი     გახლდათ    „Izone“,   რომელიც  საჯარო შეხვედრებს    ქუთაისში  2012    წლიდან  მართავს.

დისკუსიის  მონაწილეებს  საჩუქრად   პოლიტიკური  პოეზიის მცირე ანთოლოგია   სახელწოდებით : აჯანყდი“   გადაეცათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია