დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონის–თერჯოლის დამაკავშირებელ გზაზე შესრულებული სამუშაოები მინისტრმა მოინახულა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/23 19:24:16

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის 13.4კმ. - იანი მონაკვეთის რეაბილატაცია დარულდა. გზის ოფიციალურ გახსნას რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე სალომე იობიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ესწრებოდნენ. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მისმა ღირებულებამ 6 მილიონ 532 ათასი ლარი შეადგინა.


13.4კმ. საავტომოილო გზისა და 1 ხიდის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, სამუშაოები კი კომპანიაბლექსი ჯგუფ“ - მა გნაახორციელა.


 

სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლე. აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, 10-მდე სოფლის მოსახლე ხრეშოვანი გზით გადაადგილდებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად რეგიონის საგზაო - სატრანსპორტო ქსელი გაუმჯობესდება, რაც თავის მხრივ მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია