დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირების შეხვედრა გაიმართა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/23 14:31:41

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირების ქუთაისის ორგანიზაციამ, დღეს რიგით მეექვსე შეხვედრა გამართა.


კონფერენციაზე, რომელსაც საჯარო სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ არჩეული საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ლეგიტიმაცია მოხდა.


საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თამარ გაბუნიას განცხადებით, მათმა ორგანიზაცამ, რომელიც საუკუნის წინ დაარსდა და დღემდე აქტიურად მუშაობს, არაერთი პროექტი განახორციელა.


ამჯერად ამერიკის ფედერაციის ინიციატივით, ხორციელდება პროექტი „განათლება ყველასათვის“.


შეხვედრაზე მასწავლებელთა სამომავლო გეგმებზე, ყოფითი და სამართლებრივი უფლებების დაცვაზე იმსჯელეს. პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, პედაგოგთათვის კვალიფიკაციის ამაღლება მომავალი თაობის უკეთ აღზრდის მიზნით აუცილებელია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია