საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მედიას განსაკუთრებული როლი აკისრია გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/23 12:38:03

 „ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას-  52,3 ქალები შეადგენენ,  თუმცა ისინი არ არიან შესაბამისად  წარმოდგენილი  ქვეყნის  მმართველობასა   და სამოქალაქო  ცხოვრებაში“ -

აცხადებს  გენდერული  საკითხების  მკვლევარი  მაია კუპრავა-შარვაშიძე.

 

-         ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს   მმართველობაში  ქალთა მონაწილეობის,  მიუხედავად იმისა,   რომ 1994 წლიდან ამ  საკითხზე მუშაობა   აქტიურად  მიდის,  სასურველი შედეგი მაინც არ არის-    მინიმუმ  30  პროცენტით    მაინც   უნდა  იყვნენ  ქალები   წარმოდგენილები   სახელისუფლებო ეშელონებში,  რომ მათი   ხმა  ანგარიშგასაწევი   იყოს.

 

საქართველოში  უმაღლესი   განათლების   მქონეთა    შორის  56  პროცენტია  ქალი და    46   მამაკაცი,  მაგრამ  დასაქმებულთა   შორის  ქალების  რაოდენობა  მხოლოდ   30  პროცენტს  აღწევს.     გადაწყვეტილების  მიმღებთა   შორის   ლომის   წილი   მამაკაცებზე  მოდის.

  

უმალეს  ეშელონებში  მხოლოდ  21  პროცენტს   შეადგენს    ქალთა წარმომადგენლობა,  პარლამენტში  მხოლოდ  12    პროცენტია   ქალი,      საკრებულოებში  კი ეს მაჩვენებელი   11 პროცენტამდე    აღწევს.     ამ მხრივ  არაბულ ქვეყნებსაც  კი  ჩამოვრჩებით,     სადაც   რელიგიური  ფაქტორის  გამო,   ქალის  უფლებები  შეზღუდულია,   თუმცა აღმოჩნდა,   რომ  ქალების ჩართულობის    მხრივ   ჩვენთან უარესი მდგომარეობაა -   ქალ პარლამენტართა    რაოდენობით   ამ ქვეყნებს  ერთი   პროცენტით    ჩამოვრჩებით.

 

-         რა არის   ამის  მიზეზი,  ის რომ    ჩვენ მაინც ტრადიციულ საზოგადოებად  ვრჩებით?

         

-         დიახ,  ჩვენ  ტრადიციულ, განუვითარებელ საზოგადოებად ვრჩებით-ესაა მიზეზი.   სამწუხაროდ,   ვერ ვხედავ   გამოსავალს,   თუ   ყველა  რესურსს  არ  ავამოქმედებთ  და არ დავიწყებთ   სწორ   სვლას,   დავრჩებით უმძიმეს  მდგომარეობაში - იმ  მდგომარეობაში,  როგორშიც  ახლა   ვართ.  ამის აღიარება   ჩვენ  თუ არ გვინდა,   ვერც გამოვალთ ამ მდგომარეობიდან.


ამ საკითხში დიდია მედიის როლი.    არასამთავრობო  ორგანიზაციების   მიერ გაკეთებული კვლევების    შედეგად   გამოვლინდა,  რომ    მედიაში   გაშუქებული  მასალების   15    პროცენტში  არის   ქალები ნაჩვენები,    ისიც ძალიან  არასახარბიელო ვითარებაში,    კონფლიქტის,   აქციის,    ან   უბედური შემთხვევის დროს,   რაც ქალების იმიჯზე კიდევ უფრო მეტ დარტყმას აკეთებს.      სერიოზულ თემებზე ინტერვიუები კი,   როგორც  წესი,   მამაკაცებთან   გვხვდება.

 

-მედია ახდენს რეალობის ასახვას- რეალობაში  კი  ასეა,  ქალები ნაკლებად არიან წარმოჩენილები...  რა  შეუძლია  ამ  დროს  მედიას?

-   მედიას  დიდი ძალა  აქვს.   როდესაც ეკრანზე   2 ქალი   ჩანს   და 10 მამაკაცი,   უკვე ბალანსი  დარღვეულია,  მედიას  შეუძლია  მეტი ყურადღება დაუთმოს ქალებს,   მისცეს მათ საშუალება თავის წარმოჩენის...

  

 -რომელ მედია საშუალებაში არის  შედარებით უკეთ დაცული  ბალანსი?


-სამწუხაროდ,ეს არც ერთ მედიასაშუალებაში არ არის დაცული. ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს რომ  ეს  არის  წვრილმანი,  მაგრამ   სხვანაირად არ ირღვევა ეს სტერეოტიპი... 

 

მედიას ძალიან  ბევრი რამ შეუძლია,  მას შეუძლია ჩვენი გემოვნება ჩამოაყალიბოს ამ მიმართულებით.    შეუძლია შეცვალოს არსებული სტერეოტიპი,   რომ მამაკაცი არის ოჯახის მარჩენალი და  ქალი   მასზე დამოკიდებული არსება.  ეს   სტერეოტიპი  უარყოფითად       აისახება   არა მხოლოდ  ქალების ცხოვრებაზე,  ხშირ შემთხვევაში ის დამან გრეველად    მოქმედებს  ასევე მამაკაცებზე,    მათ  ცხოვრებაზე  და ჯანმრთლობაზე.   ამიტომაა რომ ალკოჰოლიზმის   ნარკომანისა და სიუციდის   მაღალი    მაჩვენებელი   მამაკაცებზე  მოდის  -  ეს არის იმ დამძიმებული სტერეოტიპის შედეგი,   რომელიც მამაკაცს განსაკუთრებულ როლს აკისრებს.  

  ამ  სტერეოპიპისის რღვევის დიდი წილი მოდის მედიაზე.   მას  ძალიან დიდი  როლი აკისრია  გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში  ამისათვის კი ჯერ   ნორმად უნდა ვაქციოთ,   რომ   თანაბრად ფიქსირდებიდეს,  როგორც კაცი რესპოდენტის ასევე ქალი რესპოდენტის  აზრი.

  

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია