დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
2014/09/23 11:52:01

 

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის    ყოველწლიური  პრემია საბა გადაეცა პოეტსა და მთარგმნელს დავით წერედიანს,


ხოლო წლის საუკეთესო რომანის ტიტული მიიღო ზვიად კავრაცხელიას რომანმა "ფორმა N100”

საუკეთესო   პოეტური კრებული ავტორი ეკა ქევანიშვილი გახდა

 

 ლიტერატურული პრემიასაბას“ 2014 წლის  შემდეგ ნომინაციებში ასე განაწილდა:

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - პოეტურ ნაწილშილია ლიქოკელი, „დევის ცოლის სიცილი“ (გამომცემლობა საუნჯე), პროზაული ნაწილი - Toresa Mossy, „სიბრძნე სიცრუისა“ (პალიტრა L);

 

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - თამაზ კვაჭანტირაძე, „განსჯანი“ (ილიელი);

 

საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გოგი გვახარია, „ცრემლიანი სათვალე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

 

საუკეთესო თარგმანი - გიორგი გოკიელი - ლუის კეროლისელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

 

საუკეთესო პიესა - დავით გაბუნია, პიესები (დიოგენე);

 

საუკეთესო პროზაული კრებული - არჩილ ქიქოძე, „ჩიტის და კაცის ამბავი“ (სიესტა);

 

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძისაველუმი“ (ინგლისური თარგმანი);

 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემიასაბადაფუძნდა 2003 წელს.

 პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, პენცენტრი და ტელეკომპანიარუსთავი-2”.

 

პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია