დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საპელაციო სასამართლომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშილის სარჩელის განხილვა დაიწყო
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/22 18:21:33

დღეს  ქუთაისის საპელაციო   სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის   სააპალაციო სარჩელის განხილვა დაიწყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ვანო მერაბიშვილი. ზურაბ ჭიაბერაშვილმა სხდომის დასწრების წინ ჟურნალისტებს  განუცხადა,  რომ  მათ ამ  ქვეყანაში  სამართლიანობის იმედი არ აქვთ,  თუმცა აპირებენ  ყველა   ინსტანცია მოაირონ,  რომ შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ექსმინისტრის საქმეს   მოსამართლეთა კოლეგია  მარინა სირაძის,  მარინე იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძის შემადგენლობით განიხილავს.

 

 

 

 

ვანო მერაბიშვილი უკვე წელიწადი და ოთი თვეა,  პატიმრობაში იმყოფება.     ქუთაისის    საქალაქო   სასამართლომ   მას მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით,   5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისაჯა.   მერაბიშვილს,  ასევე, აეკრძალა თანამდებობის   1 წლის და 6 თვის ვადით  დაკავება,

მასთან ერთად „დასაქმების საქმეში“   ბრალდებულ  ზურაბ ჭიაბერაშვილს - კი 50 ათასლარიანი ჯარიმა   დაუდგინდა.

 

  დღევანდელ სხდომაზე კი პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ  ჭიაბერაშვილისათვის ბრალის დამძიმება მოითხოვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია