დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მშვიდობის დღეები ქუთაისშიც აღნიშნეს
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/22 12:16:27



 

   გუშინ,  მშვიდობის საერთაშორის დღ აღნიშნეს ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში,  სადაც  მდუმარე აქცია   ანთებული  სანთლების ფონზე გაიმართა.   აქციის  მონაწილეებმა ცაში ანთებული ფრანები გაუშვეს.

 

აქცია  საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმი“ ორგანიზებით,    მშვიდობის კვირეულის   ფარგლებში გაიმართა, რომელიც    მთელ მსოფლიოში აღინიშნება.  

 

 მშვიდობის საერთაშორისო მოძრაობას  საქართველოც შეუერთდა და ამ კვირეულის ფარგლებში   21-დან 26 სექტემბრის   ჩათვლით  დაგეგმილია     სხვადასხვა  ღონისძიებები.

 

22 სექტემბერი -სოციალურ ქსელში აქტივობს დღეა-„ მშვიდობა ჩვენი უფლებაა – მთელს მსოფლიოში ადამიანები ავრცელებენ ამ გზავნილს სოციალურ ქსელებში.

 

23 სექტემბერს კი დაგეგმილია ვიზიტი    გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფლებში ჩავლენ, ადგილზე მოახდენენ მოსახლეობის პრობლემათა დოკუმენტირებას და საჭიროებისამებრ, სამართლებრივ და  ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევენ მათ. 

 

24 სექტემბერი კი თბილისში ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით გაიმართება ფილმის - "ყველგან, მაგრამ არა აქ" ჩვენება და დისკუსია.

 

 

25 სექტემბერ ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით გაიმართება ქუჩის აქცია მშვიდობის მხარდასაჭერად,   ვერის პარკში.

 

26 სექტემბერი -სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით დაგეგმილია საჯარო დებატები თემაზე "ადამიანის უფლებები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა"

 

 

მომხსენებლები  იქნებიან   საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი.   გაიმართება დებატები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2457
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია