დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/21 15:45:56

 

 

 

 

გეგუთის N 14  სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებული  34 წლის  რუსლან  სოსელია ,  რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში  ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  მკურნალობდა,  გავრცელებული  ინფორმაციითსაავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.


როგორც სასჯელსაღსრულებისა და პრობაციის სამონისტრო   იტყობინება,  სოსელია, რომელიც სასჯელს 2009  წლიდან იხდის, ქრონიკული   ავადმყოფია,     რის გამოც  ინფექციურ საავადმყოფოში  პერიოდულად გადაჰყავდათ, სადაც მას  შესაბამისი მკურნალობ უტარდებოდა.

მომხდარს ფაქტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს



ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად  მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, რომელშიც  ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.


მსჯავრდებულის მიმართ, საქმეზე  დაწყებულია გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 379- მუხლის პირველი ნაწილით.

საქმე აღძრულია ბადრაგის თანამშრომელთა  მიმართაც- 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.



 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია