დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რისი უფლებაა აქვს პრეზიდენტს?
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/20 20:36:38


         
 რისი უფლებაა აქვს  საქართველოს  პრეზიდენტს? - მმართველი  გუნდის მიერ წამოწყებული   ეს  დისკუსია  ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ  საკითხად  იქცა  -  პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტისაგან  აპოლიტიკურობასა  და არბიტრის მოვალეობის შესრულებას ითხოვდა, იუსტიციის მინისტრი კი პირიქით,   მარგველაშვილს  ყოფილი მმართველი გუნდის წინაშე "კეკლუცობასა"  და  მათთან  შესაძლო    კავშირებში ადანაშაულებდა.

 

   მაინც რისი  უფლება   აქვს  პრეზიდენტს?  იყოს ყველა  მოქალაქისა  და   პოლიტიკური  ძალის ინტერესების გამომხატველი,  რასაც მას  კონსტიტუცია ავალებს  თუ   დარჩეს  მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის   ნება-სურვილის  გამტარებელი,   როგორადაც მისგან  "თანაგუნდელები"   მოითხოვენ?

 

 ამ საკითხზე   "P.S" -ს  თავის მოსაზრებებს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე უზიარებენ.

  

  დიმიტრი ლორთქიფანიძე:    "რთულ და იმავდროულად კომიკურ ვითარებაში  აღმოჩნდა  მმართველი   გუნდი:    არ წყდება   ბ-ნი  მარგველაშვილის  პიროვნული დამცირებისკენ მიმართული აქტების კასკადი, გნებავთ,  სიტვიერი და გნებავთ,  საქმით გამყარებული.   ამ უკანაკნელის ნათელი ილუსტრაცია საქართველოს კონსტიტუციამომარჯვებული  „ქართული ოცნების“ დეპუტატი   გახლდათ, რომელიც   პრეზიდენტს   „ჭკუის სასწავლებლად“   ეახლა მისსავე  რეზიდენციაში..

ზაქარია ქუცნაშვილმა,  რაღა თქმა უნდა,  ზუსტად იცოდა,   რომ  ივანიშვილისთვის მაამებლური ეს ნაბიჯი სარკაზმით იყო აღსავსე და მას საზოგადოება  ივანიშვილივით  ნამდვილად   არ მოუწონებდა...

იუსტიციის მინისტრს   კი,     რომელიც  აცხადებს,   პრეზიდენტი   ჩვენი   გუნდის   წევრიაო  და   იქვე,   „ნაციონალებთან“ კეკლუცობაში ადანაშაულებს მას,    ყველაზე   მეტი  სიფრთხილე   მოეთხოვება  მსგავსი განცხადებების  კეთებისას,   რადგან     შემდგომში    მასვე   არ   ჰკითხონ,   თუ  როგორ   წარმოუდგენია ქვეყნის   პრეზიდენტი,  რომელიც მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის   სარგებელიანობის  პრინციპით  იხელმძღვანელებს.

 


  საერთოდაც, საგულისხმო და თვალში საცემი სწორედ ის არის, რომ   „ნაციონალები“   თავადაც  ვერ  იოცნებებდნენ,  იმგვარ სიურპრიზებს  უმზადებს  თავად „ოცნება“   მათ.  - როდესაც  პერმანენტული ქილიკისა და შიდა დაპირისპირების საგნად იქცა საკითხი, თუ ვინ უნდა დაესწროს გაეროს სამიტს,    როდის არის პრეზიდენტი   ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი და  როდის  არა...


  საქართველოს პრეზიდენტი,  პირველ რიგში,  თავად   უნდა გვევლინებოდეს კონსტიტუციის გარანტად.   ის არის   ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალი  და  სუვერენობის მთავარი სიმბოლო,  როგორც  დემოკრატიის პროდუქტი,  ხალხის მიერ არჩეული კონკრეტული ვადით.  

მით უფრო მძიმეა იმის წარმოდგენა, რომ   მოსისხლე მტერთან კოაბიტაციის შემძლე პოლიტიკური გუნდი   „საკუთარ  გუნდის  წევრ“   პრეზიდენტთან  ყოველდღიური ანგარიშსწორების რეჟიმშია გადასული,   რასაც დასასრული  არ  უჩანს!


რაც უფრო დიდ ხანს დარჩება  „ქართული ოცნება“ საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაში, მით უფრო დაკარგავს ქართული საზოგადოების ნდობას!     „ოცნება“   კი რეალობის ნაცვლად,  მითად დარჩება  და  მომავალ თაობებს უკვე  ზუსტად ეცოდინებათ,   თუ როგორ არ უნდა იქცეოდნენ   ხელისუფალნი   მაშინ,  როდესაც  სასწორზე ქვეყნის ბედი და მომავალი დევს!"

 

 

     დემურ გიორხელიძე:   "საქართველოში კონსტიტუცია რომ    ჯერ კიდევ  ფარატია ქაღალდია,  ეს  ბოლო 24  წლიანმა  ისტორიამ   თვალნათლივ  დაგვანახა.   უკანასკნელი გათახსირება   ქართული   კონსტიტუციისა   წინა ხელისუფლების   პირობებში  მოდა.  ახლა ხელისუფლება, თითქოსდა, შეიცვალა, მაგრამ წინას მიერ აგებული სისტემა უცვლელი  დარჩ

 სწორედ პოლიტიკური სისტემის არარსებობა, დაბალი პოლიტიკური კულტურა, უპასუხისმგებლობაა საფუძველი იმ "იწილო-ბიწილოსი", პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების პრეცედენტს რომ ქმნის...

 პრეზიდენტმა უნდა აკეთოს ის, რასაც მას ავალებს კონსტიტუცია.   მისი პოლიტიკური შეხედულებები და პარტიული კუთვნილება გათვალისწინებული უნდა იყოს მისი არჩევისას და მისი პიროვნული თვისებების კონტექსტში უნდა მოიაზრეოდეს.


  ჩვენში არაპოლიტიკური და არამსოფლმხედველობის მქონე პრეზიდენტი ვის რაში სჭირდება?..   ჩვენ   სხვანაირად არ შეგვიძლია და  პრეზიდენტი ქრისტე-ღმერთის   შემცვლელი   გვინდა   იყოს დედამიწაზე, ანდა, "ჩვენი პატრონი", "ჩვენი მფარველი", ჩვენი იმედი", "ჩვენი სიყვარული" და ა.შ.

მოკლედ, ეს განწყობა ყმების პოზიციაა და არა თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქის პოზიცია... ასეთი არასწორი წარმოდგენები  და  არჩევანის უუნარობაა იმ მძიმე სიტუაციის შემქმნელი, რაც დღ საქართველოშია."

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია