საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში დასუფთავების აქცია კაცხიდან დაიწყო
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/09/20 10:56:09

 ,,ეკოვიჟენის“ მიერ ინიცირებული დასუფთავების სამდღიური ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხიდან დაიწყეს.


 აქციის პიონერები ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისი“ და სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა აღმოჩნდა.

 მოსწავლეებმა და ,,ელოისის“ წარმომადგენლებმა კაცხი-ქვაციხის გზაგასაყარსა და კაცხის სვეტის მიდამოებში დაახლოებით სამკუბურმეტრზე მეტი მოცულობის მყარი ნარჩენები შეაგროვეს. შეგროვებული ნარჩენებიდან უმეტესი ნაწილი პოლიეთილენის პარკები და ბოთლები იყო.

 როგორც მოსწავლეებმა განაცხადეს, მშობლიური სოფლის დასუფთავების შემდეგ ჭიათურის ტერიტორიაზე ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე ცნობილი  ადგილის, კაცხის სვეტის, დასუფთავება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ აღნიშნულ ადგილზე ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჩამოდის, მათ შორის, უცხოელიც და ამ ადგილის სისუფთავე ღირსების საკითხიცაა.


 კაცხის მოსახლეობის ნაწილმა გაოცება ვერ დამალა, როცა მათი სოფლის მიდამოებში მათთვის უცხო ადამიანებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს. მათ აღნიშნეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ტურისტი ჩერდება და სადილობის შემდეგ ტოვებენ ძალიან ბევრ ნარჩენს, რომელსაც ადგილობრივები ვერაფერს უხერხებენ, რადგან ნაგვის გასატანად სპეციალური ტექნიკა მათთვის ხელმიუწვდომელია.


აქციის მონაწილე ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს ,,ელოისის“ წარმომადგენლებს დასუფთავებაში თანამონაწილეობის, ტრანსპორტირებისა და მატერიალური თანადგომისათვის.

 ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისმა“ უზრუნველყო ბავშვების ტრანსპორტირება, ხელთათმანებით, ნარჩენების შესაგროვებელი პარკებითა და ტომრებით მომარაგება, ასევე ,,ელოისმა“ უმასპინძლა მოსწავლეებს.


 ჭიათურაში მასშტაბური დასუფთავების აქცია 20 სექტემბერს გაიმართება და მას უკვე საჯარო სამსახურები განახორციელებენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან მახათაძის, ინიციატივით.


 

 ჭიათურის მუნიციპალიტეტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია და მის დასასუფთავებლად კერძო სექტორი, საჯარო სამსახურები და საზოგადოების აქტიური პირები უნდა გავერთიანდეთ. ერთჯერადი დასუფთავების შედეგი მხოლოდ ის არ იქნება, რომ გარემო გასუფთავდება ნაწილობრივ მაინც; ამ აქციის შემდეგ მოქალაქეები აუცილებლად გაუფრთხილდებიან გარემოს და, იმედს ვიტოვებ, რომ აღარ დააბინძურებენ, _აღნიშნა ჩვენთან საუბარში სულხან მახათაძემ. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია