დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია ფეხით - ქუთაისიდან თბილისამდე
"ახალი რეალობა" ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/09/18 16:02:57

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ 13 მოხალისე  პარლამენტის  ქუთაისის შენობიდან პარლამენტის თბილისის შენობისკენ ფეხით მოემართება. მათი მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ქალია. ისინი, სავარაუდოდ 23 სექტემბერს თბილისში იქნებიან და პარლამენტის შენობის წინ გამართავენ აქციას იმავე მოთხოვნებით. გზადაგზა მათ მოხალისეებიც უერთდებიან...


ამ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობის პრესსპიკერმა, მაკა წიკლაურმა, განაცხადა,რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც გამოწვეულია პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირებით. მოსახლეობა გულგატეხილია, მათი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის  შეთანხმება და კოორდინაცია არსებობდეს.


ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელია მერაბ შათირიშვილი, რომელმაც კურტანიძესთან და ჯაჭვლიანთან ერთად, წინა ხელისუფლების დროს ეს გზა გამოიარა, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.


 

აქციის მონაწილენი ასევე მიმართავენ ბატონ ბიძინას, გამოხატოს თავისი პოზიცია აქციის მონაწილეტა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია