საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
,,ზუგდიდის სამმართველოს უფროსი, ლევან ქარდავა, ციხეში პატიმრებს სცემს“ (VIDEO)
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/09/18 11:45:29

პარლამენტის შენობის წინ,  მსჯავრდებულ რუსლან პერტაიას ოჯახისწევრებმა და ახლობლებმა საპროტსტო აქცია გამათეს


ზუგდიდის მკვიდრი რუსლან პერტაია 23 აგვისტოს ქურდობის ბრალდებით დააკავეს, იგი სასჯელს ამჯამად ქუთაისის N2 სასჯელაღსრულბით დაწესებულებაში იხდის.  პატიმარი თავს დამნაშავედ არ ცნობს და უკვე 25 დღეა შიმშილობს. 

 

პარტიმრის ქლიშვილის, ნაია პერტაიას, ინფორმაციით მსჯავრდებულზე ციხის ადმინისტრაციის მიმართ ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანრთელობის მდგომარეობით არავინ ინტერესდება, პატიმრის ოჯახის წევრები საქმეზე რეაგირებaს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

 

 

,, უკვე 25 დღე მამაჩემი შიმშილობს, ის თხილის ქურდობის ბრალდებით უკანონოდ დააკავეს,   ბრალს არ აღიარებს და საქმის გადახედვის ითხოვს, ჩვენ ეკა ბესელიასაც გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და რეაგრებისათვის განცხადებით მივმართეთ, მაგრამ დღემდე მისი ბედით არავინ დაინტერესებულა, ესეც არ აკმარეს  ზუგდიდის სამმართველოს უფროსმა  ლევან ქარდავამ, პოლიციელ შალვა კედიასთან ერთად, პატიმარზე ფიზკურ ზეწოლა განახორციელა. იგი ნაცემია, და ამხნის განმავლობაში უკანონოდ პატიმრობაში მყოფი ადამიანის საქმის ბედით არავინ დაინტერესებულა.


მამა თვითმკვლლობას აპირებს და ვიცით, რომ ის ამის გამკეთებელია, უფრო მეტიც, თუ დროულად არ მოხდება საქმეზე რეაგირება და ობიექტური გამოძიება არ ჩატარდება , უკანონო პატიმრის საქმეს ჩვენც შევეწეირებით“- აცხადებს პატიმრის ქალიშვილი.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია