დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი კონსტიტუციის განსხვავებულ გაგებას გვთავაზობენ ?
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/17 21:32:26

          

„ პრეზიდენტს,   კონსტიტუციის ახალი მოდელით,   ეკრძალება პარტიული თანამდებობის დაკავება,     იმიტომ  რომ ის არც  ერთი პოლიტიკური ძალის  ხელმძღვანელი,  წარმომადგენელი , პოლიტიკური ფუნქციების განმხორციელებელი არ უნდა იყოს“ -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ  დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტისა და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის ურთიერთობის კომენტირებისას. 

მისი თქმით,   „პრობლემას არ წარმოადგენს   პრეზიდენტსა   და კოალიცია  „ქართული ოცნებას“ შორის   არსებული კომუნიკაციის დეფიციტი,   პირიქით,  ეს ნორმალურიც კია,  რადგან პრეზიდენტი,    კონსტიტუციით, არცერთი პოლიტიკუტი ძალის ინტერესების გამომხატველი არ უნდა იყოს,    მას    არბიტრის   როლი   ეკისრება." -განარტავს ქვეყნის საკანონმდებლო  ორგანოს  თავმჯდომარე.


აქედან  გამომდინარე,    ქვეყნის პრეზიდენტი,     თანაბრად  უნდა  გამოხატავდეს,    როგორც მმართველი ძალის,   ასევე ოპოზიციის  -  მათ შორის  მისი მთავარი წარმომადგენელის,   "ნაციონალური მოძრაობის",    ისევე,  როგორც  ქვეყნის ყველა მოქალაქის  ინტერესებს. 

 

 

 კონსტიტუციის  სხვაგვარ გაგებას  გვთავაზობს   იუსტიციის  მინისტრი თეა წულუკიანი,  რომელიც   ქვეყნის პრეზიდენტს    „ნაციონალური მოძრაობის“  წინაშე   კეკლუცობაში ადანაშაულებს  და მარგველაშვილსა და  ყოფილი მმართველი ძალის ურთიერთობების  შესახებ   არსებულ "ეჭვებზე"    და მათ "გაქარწყლებაზე" საუბრობს:

 

„ქართული ოცნებიდან არავინ აურჩევიათ  იმისთვის,   რომ   „ნაციონალურ  მოძრაობას“  ეთამაშოს  ან  ეკეკლუცოს,  ან  ამგვარი  ტიპის  სისუსტე  გამოიჩინოს.  არის  მომენტები,   როცა  მე  მასში ამ სისუსტეს  ვხედავ,  თუმცა  მან  ეს ჩემი  ეჭვები,    მოდით,   დავუშავათ,   რომ  გაფანტა,  როდესაც  თქვა,   რომ  ის  არ  აპირებს  რაიმე  ძალებთან  შეკვრას.  რა თქმა  უნდა,   მარგველაშვილი  არის  ჩვენი  გუნდის  წევრი.“

წულუკიანი  აღნიშნავს,    რომ  არ  იზიარებს  მოსაზრებას,   რომ  პრეზიდენტის  უფლებები   არის  დაკნინებული.   მისი აზრით,  „პრეზიდენტს  კონსტიტუციით აქვს  ძალიან  მნიშვნელოვანი  როლი,  როლები,  რომელიც მან  ვერ  მოირგო.“ -განაცხადა  წულიკიანმა  „რუსთავი 2“  გადაცემა „არჩევანში“    სტუმრობისას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია