დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
15 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები ანაკლიაში დაისვენებენ
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/17 11:53:37

 

  საქართველოს მთავრობის დადგენილებით,    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს 16 - 30 სექტემბერს საქართველოში უმასპინძლებს.


 ახალგაზრდები ანაკლიაში მდებარე ,,მომავლის ბანაკშიდაისვენებენ.


მთავრობა უზრუნველყოფს 14-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის 15-დღიანი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას.   (სულ 110 ახალგაზრდა და 15 თანმხლები პირი).

მონაწილეთა ყველა ხარჯს: ადგილობრივი ტრანსპორტირება, საკვები, საცხოვრებელი, ქართული მხარე დაფარავს.


  უკრაინელ   სტუმრებს  ქუთაისის აეროპორტში    გუშინ, გვიან  ღამით     დიასპორის სააკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე , სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და   ქუთაისის მაჟორიტარი   დეპუტატი   გუბაზ სანიკიძე    დახვდნენ.

  

 ხელისუფლების წარმომადგენლებ  ქუთაისელი ახალგაზრდებიც   შეუერთდნენ   და სტუმრებს   ყვავილები  და  საჩუქრები  მიუძღვნეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია