დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ავტოავარიას მეთორმეტეკლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/16 16:48:28

ქუთაისში ,    ვაკისუბნის დასახლებაში  მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა  - გარდაცვლილი ზურა   ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელი იყო. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი მარკის ავტომობილი   ჯერ ნაგვის ურნას,  შემდეგ  ელექრტოენერგიის ბოძს შეეჯახა.

 

ავტომანქანაში  5 პიროვნება იმყოფებოდა, ძირითადად 17 -18 წლის ახალგაზრდები,  მათგან   სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება   ერთმა   მიიღო,   რომელიც წინ მძღოლის გვერდით სავარძელზე იჯდა.

თვითონ  მძღოლი უვნებლად გადარჩა,   მძიმედ  დაშავდა   უკანა სავარძელზე   მყოფი სამი ახალგაზრდა,   განსაკუთრებით რთულია  ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა,   რომელიც კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ  განყოფილებაში იმყოფება.  

 

როგორც ადგიილობრივები ამბობენ,   ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე  გახდა. მძღოლი კი იმან გადაარჩინა რომ მანქანის საჭე მარჯვნივ იყო,  დარტყმა კი მარცხენა მხარემ მიიღო.

გარდაცვლილი     მეთორმერტეკლასელის  დედა    შვილის უბედურების  გამო სამშობლოში იტალიიდან დაბრუნდა,   სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ემიგრაციით იმყოფებოდა.    მეზობლების თქმით,   ამ ხნის განმავლობაში მას შვილი არ ენახა.

 

 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  განცხადეს,   ფაქტზე გამოძიება 276- მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია