საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
781 მედიკამენტი აფთიაქებში ურეცეპტოდ დღეიდან გაიცემა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/16 13:07:32

როგორც რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ურეცეპტოდ გასაცემ სიაში ის მედიკამენტები გადავიდა, რომლებიც ნაკლებად რისკის შემცველია. 

დავით მაჭარაშვილის განცხადებით, ურეცეპტოდ გასაცემ სიაში გადავიდა ანალგინი-ბარალგინის საინექციო ფორმები, ანთების საწინააღმდეგო და გარეგანი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები.

 

გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთდა განცხადება ფარმაცევტული კომპანიის რეკლასიფიკაციასთან დაკავშირებით. 700-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი გადავიდა მესამე ჯგუფის მედიკამენტთა ნუსხაში და მათი გაცემა მოხდება რეცეპტის გარეშე. ბრძანებას უკვე მოეწერა ხელი და მედიკამენტების რაოდენობამ 781 შეადგინა. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნება ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ანალგინი-ბარალგინის საინექციო ფორმები, ანთების საწინააღმდეგო და გარეგანი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები. მეორედან მესამე ჯგუფში მედიკამენტების გადატანის მიზანია, გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ნაკლებად რისკის შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტზე. მესამე ჯგუფში გადავიდა ისეთი მედიკამენტები, რომელთა გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე, ნაკლებად რისკის შემცველია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

მისივე თქმით, საერთო ჯამში, დღეის მდგომარეობით, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული დასახელების რაოდენობა 5 307 შეადგენს, ხოლო ურეცეპტოდ გასაცემი, მესამე ჯგუფის მედიკამენტთა ნუსხაში 4 234 დასახელება შედის.

 

დავით მაჭარაშვილის განმარტებით, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული

 

ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა სიაში მოხვდა: კეტონალი, ვოლტარენი, დიკლოფენაკი, მოვალისი, პაპავერინი (ამპულები, სპაზმოლიზური), დიბაზოლი - ამპულები, ნოშპა - ამპულები, სპაზოლიზური, ეუფილინი, სულფოკამფოკაინი, ბეტასეკი. ვიტამინებიამპულები, ვიაგრა, ნოვოკაინი, ლიდოკაინიამპულები. ცეპტრალი. მალამოები და გარეგანი მოხმარების საშუალებებისინტომიცინი, ჰიდროკორტიზონი და ლორინდენი, პრედნიზოლონი, ზოვირაქსი, ანალგინიამპულები, რინგერის საინექციო ხსნარი.

 

 

წყარო: pia

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია