სამტრედიის საბავშო ბაღებში საკვებად უვარგისი ხორცი შექონდათ, რომელსაც მზარეულები „ძმარში ავლებდნენ, რათა სუნი აღარ ქონოდა და შემდეგ ბავშვებისთვის საკვებს ამზადებდნენ. -
ამის შესახებ სამტრედის საკრებულოს იურიდული კომისიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ განაცხადა, მისი თქმით, სოფელ ბაშის საბავშო ბაღში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც მზარეული ბავშვების საჭმლის მოსამზადებლად იყენებდა.
შენიშვნის შემდეგ კი მზარეულმა მას უპასუხა: „ხორცს ძმარში გავავლებთ და სუნს კარგავსო“.
როგორც მანანა სირბილაძე აღნიშნავს, დარღვეული იყო პროდუქტის ტრანსპორტირების წესები და ხორცს არ ჰქონდა თანდართული ფორმა 2 - დოკუმენტი პროდუქტის ვარგისიანობის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უვარგისი ხორცის საკვებად გამოყენების ფაქტი სამტრედიის 23 ბაგა-ბაღში დადასტურდა.
როგორც გაირკვა, სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელები თავდაპირველად უარყდნენ დანაშაულს, თუმცა შემდეგ აღიარეს ბავშვებისათვის უვარგისი ხორცის მიწოდება.
აღნიშნული სურსათის უვბნებლობის სამსახურმააც დაადასტურა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი საკვებად უვარგისი და გამოუსადეგარია.
სამტრედიის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კი აცხადებს, ხორცის მიმწოდებელმა მის ვარგისიანობასთან დაკავშირებით დასკვნა არ მიაწოდა, რის გამოც დაეჭვდნენ და ბაღების შემოწმება გადაწყვიტეს.
მისივე თქმით, გაფუჭებული ხორცის გამო შენობებშიც კი არასასიამოვნო სუნი იდგა.
თავად ხორცის მიმწოდებლები ბრალდებას უაყოფენ და აცხადებენ, რომ პროდუქტის სათანადო შენახვა თავად ბაღებში ვერ უზრუნველყვეს.