დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საჯარო სკოლების წინ "ზებრა" გადასასვლელები დაიხაზა
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/15 21:13:13

„ზებრა“ გადასასვლელების თემას  ჩვენმა ინტერნეტსაიტმა რამდენიმე  სტატია მიუძღვნა. 

  ვწერდით , რომ ქუთაისში  „ზებრა“ გადასასვლელებზე  ნახაზი ბევრგან წაშლილია და მისი შემჩნევა    ხშირად შეუძლებელია.   ბევრ ადგილას კი,  საჭიროების მიუხედავად, (მაგალითად, სკოლებთან)   გადასასვლელი საერთოდ არ  არის მონიშნული.


ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ  ქალაქის მერიის პრესსამსახურისაგან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ:   - „ქალაქში 4 ცენტრალური ქუჩა -( რუსთაველის, .გამსახურდიას,   თაბუკაშვილის,და აღმეშენებლის )  დაიხაზა.  აღნიშნულ ქუჩებზე     მოწესრიგდა  ასფალტის საფარიც. 

საჯარო სკოლების წინ  დაიხაზა მოქალაქეთა გადსასვლელები-  ეგრეთწოდებული ზებრა.“


როგორც ირკვევა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაოები ღამითაც  მიმდინარეობდა:   „სამუშაოების მიმდინარეობას,  გვიან ღამით,  ქალაქის მერი შოთა მურღულია და ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრნსპორტის და დასუფთავების სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე დაესწრნენ.“-აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის  მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.


საგზაო სამუშაოებს  ქუთაისში  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია   .. ,,გზაჯვარედინ  ახორციელებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია