დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს საქართველოში უმასპინძლებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/15 18:28:55

საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს 16 - 30 სექტემბერს საქართველოში ჩამოიყვანს. ახალგაზრდები ანაკლიაში მდებარე მომავლის ბანაკს ესტუმრებიან. მთავრობა უზრუნველყოფს 15-დღიანი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას კონფლიქტისგან დაზარალებული 14-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის სულ 110 ახალგაზრდა და 15 თანმხლები პირი. მონაწილეთა ყველა ხარჯს: ადგილობრივი ტრანსპორტირება, საკვები, საცხოვრებელი, დაფარავს ქართული მხარე. ასევე, გამოყოფილია თანხა ჩარტერული ფრენისთვის.

 

მომავლის ბანაკში ახალგაზრდების დახვედრის საზეიმო ცერემონია 16 სექტემბერს მოეწობა. პროექტი განხორციელდება დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში მდებარემომავლის ბანაკში". სსიპ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ახალგაზრდებისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ხელშეწყობას.

 

 

პროგრამა დატვირთულია, როგორც გასართობი, ასევე შემეცნებით აქტივობებით. უკრაინელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ აქტივობებში - ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი. მონაწილეობას მიიღებენ კინოჩვენებესა და ინტელექტუალურ თამაშში - რა? სად? როდის? იმოგზაურებენ აკვაპარკსა და მარტვილის კანიონში. მოინახულებენ დადიანების სასახლეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია